პიკის საათი - მემორანდუმი არასრულწლოვანი დამნაშავეების რესოციალიზაციისათვის
პიკის საათი - მემორანდუმი არასრულწლოვანი დამნაშავეების რესოციალიზაციისათვის

25 ივლისს, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში, გაფორმდება სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და ამავე სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთააღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ შორის. მემორანდუმის მიზანია, აღდგენითი მართლმსაჯულების, მიმართულებით, ბენეფიციარების საზოგადოებასთან ინტეგრაცია, რესოციალიზაცია, მათი განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა. მემორანდუმის ხელმომწერები აქტიურად ითანამშრომლებენ დანაშაულის პრევენციაზე მიმართული აქტივობების დაგეგმვაში, რაც არასრულწლოვნებში დანაშაულის რისკის შემცირებასა და განმეორებითი დანაშაულის განსაზოგადოების დაცვას განაპირობებს.

სტუმრები: ნინია მაჭარაშვილი – თბილისი სმულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი. ლადო ჯავახიშვილი – ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

  

დატოვე კომენტარი