პიკის საათი - მედიაწიგნიერება მასწავლებლებისათვის
პიკის საათი - მედიაწიგნიერება მასწავლებლებისათვის
  • „პიკის საათისა“ და ინტერნეტგაზეთ  mastsavlebeli.ge-ის თანამშრომლობით დაგეგმილი საუბრების ციკლიდან.

რას ვასწავლი? როგორ ვასწავლი?  რატომ ვასწავლი? – ეს ის სამი ძირითადი კითხვაა, რომლებზე პასუხიც მასწავლებელს, როგორც მედიუმსა და ინფორმაციის გამტარს, მკაფიოდ განსაზღვრული უნდა ჰქონდეს.

დღეს, როცა ამდენად დიდია ინფორმაციული ნაკადის მოცულობა, თუ ადამიანმა არ იცის როგორ უნდა ორიენტირდეს ამ ნაკადში, იქნება მედიისგან მოხმარებული და არა მომხმარებელი. ამიტომ, სასურველია, მედიაწიგნიერება სკოლებში საგნებთან ინტეგრირებულად ისწავლებოდეს. შედეგად, თანამედროვე მოსწავლეს მიღებული ცოდნის ინტერპრეტაციისა და სათანადოდ გამოყენების უნარი გამოუმუშავდეს.

სატელეფონო ჩართვა: ნატო ინგოროყვა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგამოცემა mastsavlebeli.ge-ის მთავარი რედაქტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

დატოვე კომენტარი