პიკის საათი - „ადამი მედია პრიზის“ (ADAMI Media Prize) 8 ნომინანტი საერთაშორისო ჟიურიმ  შეარჩია
პიკის საათი - „ადამი მედია პრიზის“ (ADAMI Media Prize) 8 ნომინანტი საერთაშორისო ჟიურიმ  შეარჩია

კიოლნის კინოფესტივალის ფარგლებში „ადამი მედია პრიზის“ (ADAMI Media Prize)  მიერ ორგანიზებული მედია კონფერენცია Adami Dialogue გაიმართა, რომელსაც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან პროდიუსერები და მაუწყებელი კომპანიების რედაქტორები ესწრებოდნენ. განხილვის ძირითადი თემა სატელევიზიო სერიალებში კულტურული მრავალფეროვნების როლი იყო. მედია კონფერენციაში საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და მედიის დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე მონაწილეობდნენ.

„ადამი მედია პრიზის“ (ADAMI Media Prize) 8 ნომინანტი საერთაშორისო ჟიურიმ  შეარჩია. სატელევიზიო შოუ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში გავა.  გამოცხადდება ორი გამარჯვებული პროექტი. ერთ მათგანს სტუდიაში მყოფი ჟიურის წევრები, მეორე გამარჯვებული კი ADAMI Media Prize ვებ-გვერდზე მიმდინარე ონლაინ კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდება. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 1 ნოემბერიდან.

სტუმარი: ნელი მჟავანაძე – ADAMI  Media prize-ის  პროექტების კოორდინატორი

სატელეფონო ჩართვა: თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: