პიკის საათი - ლონდონის წიგნის ბაზრობა
პიკის საათი - ლონდონის წიგნის ბაზრობა

2019 წლის ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველომ ეროვნული სტენდი წარადგინა. სამი დღის განმავლობაში, უცხოელ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით საზღვარგარეთ გამოცემულ თარგმანებსა და ქართველი გამომცემლების უახლეს წიგნებს გაცნობოდა. ლონდონის წიგნის ბაზრობა 14 მარტს დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე2013 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს.

სატელეფონო ჩართვა ლონდონიდან: გვანცა ჯობავა – წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი; გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.