პიკის საათი - ლელა ლაშხის „აღმართი“
პიკის საათი - ლელა ლაშხის „აღმართი“

თუკი წიგნის სათაურს მწერლებისთვის ერთგვარი კომერციული დატვირთვა აქვს, ლელა ლაშხი ასე არ მუშაობს. წერითაც იმ თემებზე წერას ამჯობინებს, რაზეც ადამიანები თითქმის არ საუბრობენ, ან ნაკლებად საუბრობენ. ამასთან, წერს ვრცლად, მაგრამ ლაკონურად.

ლელა ლაშხის ახალი პროზაული კრებული სახელწოდებით „აღმართი“ 8 მოთხრობისაგან შედგება  და, როგორც ავტორი ამბობს, ეს არის ამბები ადამიანებზე თავიანთი იმედებით, ოცნებებით, ურთიერთობებით და სამყაროსთან თუ სოციუმთან დამოკიდებულების ინდივიდუალური გზებით.

ჩართვა პარიზიდან: ლელა ლაშხი – მწერალი; ჟურნალისტი; პარიზის მერიის სამედიცინო სისტემის ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: