პიკის საათი - La porta segreta
პიკის საათი - La porta segreta

La porta segreta მაია ცირამუას მეორე რომანია. რომანის მთავარი გმირები ქალები და ბავშვები არიან, სხვადასხვა, ხშირად მძიმე ისტორიით, უკან მოტოვებული ბრძოლებითა და რთული გამოწვევებით სავსე ცხოვრების გზით.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ავტორმა 2019 წლის ზაფხულში, ბათუმის ბულვარში სეირნობისას,   უცნაური და ლამაზი, გამჭვირვალე კედლებიანი სამკერვალო აღმოაჩინა, სადაც კარგად ჩანდა, თუ როგორ მუშაობდა თერძი ქალი, როგორ მიდიოდნენ მასთან ადამიანები… ერთ დღეს თავად ესტუმრა და ეს ზღვისპირა საოცრება გახდა კიდეც შთაგონების წყარო ახალი ნაწარმოებისთვის.

შეგახსენებთ, რომ მაია ცირამუას სადებიუტო წიგნია „მშვიდობით, ძია გერშვინ!“, რომელმაც „საბას“ პრემია მოიპოვა.

„ახალი რომანით იმდენად მინდოდა მეთქვა ის, რაც ვთქვი, რომ იმ პირველი წარმატების ჩრდილში არ მოვყოლილვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, მაშინებს, რომ არ თქვან – აი, იმის შემდეგ ეს როგორ დაწერა?“ – მაია ცირამუა.

სტუმარი: მაია ცირამუა – ფსიქოლოგი; მწერალი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: