პიკის საათი - კონდახსაზოვების განახლებული სახლი
პიკის საათი - კონდახსაზოვების განახლებული სახლი

18 აპრილს მსოფლიო ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ თარიღის გამო, საქართველოს ეროვნული ფონდი კონდახსაზოვების განახლებულ სახლში გიწვევთ  ღია კარის დღეზე. ფონდი, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა, საქართველოს მდიდარი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და სწორად განვითარებას ისახავს მიზნად.

რაც ეხება კონდახსაზოვების სახლს, ეს არის შენობა, რომლის ისტორიაც XVI საუკუნიდან იწყება. სახლის ერთ-ერთი უკანასკნელი ბინადარი იყო მხატვარი რობერტ კონდახსაზოვი.  კონდახსაზოვების ოჯახს, საუკუნეების განმავლობაში, საკუთარი წვლილი შეჰქონდა დედაქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოს ეროვნული ფონდის წარმომადგენლების ინტერესი ამ  სახლის ბიოგრაფიისა და მხატვრულ-არქიტექტურული მახასიათებლების შერწყმის თავისებურებამ გამოიწვია.

ნაგებობა აღდგენილია ICOMOS საქართველოს მიერ და რეაბილიტაციის სანიმუშო მაგალითია.

სტუმარი: მაქი კვიციანი – საქართველოს ეროვნული ფონდის პროექტის კოორდინატორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: