პიკის საათი - „ჯორჯია მოდერნის“ წარმატება შვეიცარიაში
პიკის საათი - „ჯორჯია მოდერნის“ წარმატება შვეიცარიაში

12-13 მარტს შვეიცარიაში აქტუალური მუსიკის ფესტივალი ჩატარდა. 2005 წელს დაარსებული ფესტივალი  ტრადიციულად ორ ქვეყანაში, შვეიცარიასა და საქართველოში ტარდება. საქართველოში თანამედროვე მუსიკის პირველმა ანსამბლმა „ჯორჯია მოდერნ“ თანამედროვე ამერიკელი და შვეიცარიელი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად გიორგი პაპიაშვილის ანტინომიები და დემეტრე გამსახურდიას „აელვარდება“ შეასრულეს. აქვე შედგა რეზო კიკნაძის ახალი საფორტეპიანო კვარტეტის პრემიერა. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი თამარ კორძაიაა.