პიკის საათი - ისტორიული ტელეფონების გამოფენა
პიკის საათი - ისტორიული ტელეფონების გამოფენა

თბილისში პირველი ტელეფონი 1882 წლის აპრილში აწკრიალდა… ის, რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა თანამედროვე ტელეფონებისგან. სულ ცოტა, ფილმებში მაინც გვინახავს, როგორი  შეიძლება იყოს ძველი ტელეფონი.
კერძო კოლექციონერები ხათუნა და ალექსანდრე ზუმბულიძეები მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში ნანახს არ დასჯერდნენ და მათი შეგროვება დაიწყეს. ცოლ-ქმარმა პირველი საკოლექციო წითელი ხის ტელეფონი 1984 წელს შეიძინა.
ტელეფონების აღნიშნული კოლექცია 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის დროს დაიტბორა. რამდენიმე ექსპონატი წყალმა წაიღო. ოჯახმა მხოლოდ კოლექციის ნაწილის შენარჩუნება შეძლო.
სტუმარი: თათია გაგუა – სახალისო მეცნიერებათა მუზეუმის „ექსპერიმენტორიუმის“ ერთ-ერთი დირექტორი.

სატელეფონო ჩართვა: ხათუნა სუმბულიძე -კოლექციონერი.