პიკის საათი - ირმა შარიქაძის ფილმის პირველი საერთაშორისო აღიარება
პიკის საათი - ირმა შარიქაძის ფილმის პირველი საერთაშორისო აღიარება
  • ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი „აჭარული მზითვის ფერი“ პარიზის ფილმის ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმმა ფესტივალის ნომინაციაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი“ გაიმარჯვა.

ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღებას წინ უძღოდა ექსპედიციები ზემო აჭარაში, წარმოადგენს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობი თემის, აჭარული ნაქარგობის პროექტის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც ფილმის ავტორი 2019 წლიდან იკვლევს. აჭარული ნაქარგობა ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელიც დღეს დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

ფილმის პრემიერა, სპეციალურად მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისათვის, ხულოს თეატრში აპრილის ბოლოს გაიმართება.

სატელეფონო ჩართვა: ირმა შარიქაძე – ფოტოხელოვანი

წამყვანი: ელენე ტუშური

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: