პიკის საათი - „იდენტობა“ - „საქართველოს რადიო ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა!“
პიკის საათი - „იდენტობა“ - „საქართველოს რადიო ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა!“

„ჩვენი რადიო მართლაც კულტურული მემკვიდრეობაა ჩვენთვის!“ – განაცხადა  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საქართველოს რადიოს დილის პროგრამა „პიკის საათის“ პირდაპირ ეთერში. ნიკოლოზ ანთიძე თვლის, რომ დროა საქართველოს რადიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  ელემენტის სტატუსი მიენიჭოს.

„არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, საქართველოს რადიოს სტატუსზე მსოფლიომაც უფრო ხმამაღლა ისაუბროს“ – აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

რუბრიკის ავტორი: ნიკა ანთიძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: