პიკის საათი - ნუნუ გელაძის იტალიური ამბავი
პიკის საათი - ნუნუ გელაძის იტალიური ამბავი

„Tutte le strade conducono a Roma – ყველა გზა რომში მიდის“. როცა საქართველოში ვცხოვრობდი, მიყვარდა ამ ცნობილი ფრაზის გამეორება, რაც ჩემთვის იმას ნიშნავდა, რომ საკუთარი თვალით მენახა ის, რაც წიგნებით ვიცოდი და მიყვარდა. ახლა ეს გამოთქმა ჩემთვის საწინააღმდეგო მიმართულებით შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ თვალი და გული სულ საქართველოსკენ მიჭირავს… აქ მაძლებინებს „სამშობლო გულით სატარებლის“ ყოველდღიური საქმიანობა: სატელეფონო ზარები, მთელ იტალიაში გაფანტულ თანამემამულეებთან მიმოწერა. ვის საბუთის შევსება სჭირდება, ვის დაკვალიანება, ავადმყოფობის ფურცლის, დაბადების მოწმობის ან წამლის რეცეპტის თარგმნა; ვის სასწავლებელში უნდა გაჰყვე ან სასამართლოში, ვის მორალური და სულიერი დახმარება უნდა გაუწიო, საათობით მოუსმინო, თანაგრძნობა და თანადგომა არ მოაკლო, ანუგეშო… არ ვიცი, რამდენად სწორად ვიარე ამ გზაზე, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს ჩემი პირადი ინტერესი სამშობლოს ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია“ – ნუნუ გელაძე.

სატელეფონო ჩართვა იტალიიდან: ნუნუ გელაძე – იტალიაში მცხოვრები ქართველი ფილოლოგი; კულტურათაშორის მედიატორი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: