პიკის საათი - გურული ლელობურთისა და  აშბორნური ფეხბურთის ამბავი
პიკის საათი - გურული ლელობურთისა და აშბორნური ფეხბურთის ამბავი

„ლელობურთის შთამომავლები“ –  ასეთი სახელწოდება შეირჩა სრულმეტრაჟიანი  ეთნო-დოკუმენტური  ფილმისათვის, რომელიც გურული ლელობურთისა და  „ყველიერი ფეხბურთის“ ანუ ლელოს ანალოგიური ბრიტანული თამაშის შესახებ მოგვიყვება.

„კავკასიონში კონცენტრირებულია ძლიერი ენერგია, რომელიც ქართველებს პოზიტივში გვაქვს დასახარჯი. ლელობურთი სწორედ ასეთ საშუალებად მიმაჩნია. ეს არის ენერგიის სწორად დახარჯვის და დადებითი ემოციის გამომწვევი თამაში“ – ამბობს კინოდოკუმენტალისტი ირაკლი პაპავა, რომელმაც დიდ ბრიტანეთში, დერბიშირის საგრაფოს ქალაქ აშბორნში გურული ლელობურთის ანალოგს ე.წ. „ყველიერის ფეხბურთს“ მიაგნო. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ქალაქები ლანჩხუთი და აშბორნი ფართობითაც იდენტურია და მოსახლეობის რაოდენობითაც. აქ მცხოვრები ადამიანები ხასიათითაც გვანან ერთმანეთს და იუმორის გრძნობითაც.

  • „ლელობურთის შთამომავლები“  – ეს იქნება ინგლისელი გურულების, ბრიტანულ ქალაქში აღმართული გია ჯაფარიძის გურულის ძეგლის, აშბორნის პაბში ნამღერი კრიმანჭულისა და ბურთით დაძმობილებული ქალაქების ამბავი.

სტუმარი: ირაკლი პაპავა – კინოდოკუმენტალისტი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: