პიკის საათი - გრიფირებული აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოები
პიკის საათი - გრიფირებული აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოები

„მე როგორც აფხაზს, მეამაყება, რომ აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოები დაიბეჭდა. მაშინ, როდესაც ქართველ ახალგაზრდებს აფხაზ თანატოლებთან ურთიერთობის ინტერესი აქვთ, ამგვარი გამოცემების მნიშვნელობა ამით უფრო იზრდება“ – ირმა ოსია-კინწურაშვილი

გამომცემლობა „ინტელექტმა“ 2021-2022 სასწავლო წლისთვის აფხაზური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო გამოსცა 1-4 კლასებისთვის. წელს კი მე-10 კლასის სახელმძღვანელო დაიბეჭდა მასწავლებლის წიგნთან ერთად. შეგახსენებთ, რომ აფხაზურ ენას, როგორც  სახელმწიფო ენას, საქართველოს კონსტიტუცია იცავს.

სტუმარი: ირმა ოსია-კინწურაშვილი – პირველი არხის ვებგვერდის აფხაზური ჯგუფის  რედაქტორი, აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოების ავტორი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: