პიკის საათი - გიორგობა სვანეთში
პიკის საათი - გიორგობა სვანეთში
  • საქართველოში გიორგობის მრავალსაუკუნოვანი და მრავალფეროვანი ტრადიციაა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული სახელითაც კი აღინიშნებოდა. ქართლში გერისთობა, უსანეთობა ეწოდებოდა, კახეთში – ალავერდობა, თეთრი გიორგობა, სვანეთში კილიგერგი. ტრადიციის მიხედვით, გიორგობის აღნიშვნის პასუხისმგებლობა, ყოველწლიურად, მორიგეობით გადადიოდა ოჯახიდან ოჯახზე. შესაბამისად, სოფლის ყველა მცხოვრები მასპინძელ ოჯახში იყრიდა თავს და უხუცესების ლოცვას ისმენდა.
  • უშგულის თემის რატიანების, ჭელიძეებისა და ღვაჩლიანების კოშკების აღდგენისა და ნაკიფარის წმინდა გიორგის უნიკალური ხატის ამბავი.

რესპონდენტები: ვახტანგ ფილფანი – ანსამბლ ,„რიჰოს“ ხელმძღვანელი; დარიკო ჟორჟოლიანი – სვანეთის ისტორიისა და ეთონგარფიის მუზეუმის გიდი; ბექა ღვაჩლიანი – მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის რწმუნებული

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: