1) კოსმოსიდან „საბავშვო ევროვიზიის“ დარბაზში „მართვეს“ მიერ დაბრუნებული „ჩაკრულო“ და სამოცდაათ მილიონამდე მაყურებლისთვის ამღერებული საქართველო!
2) ქართული ფოლკლორით ნასაზრდოები „რანინელები“ და „შავნაბადას“ განუმეორებელი კვალი პროექტის ისტორიაში!
„არ მგონია ერთმა ადამიანმა დაიტიოს ყველაფერი, რა სიმდიდრეც ხალხურ შემოქმედებას აქვს. ბავშვს მხოლოდ სიმღერის ისტორია კი არ უნდა ასწავლო, უნდა შეაგრძნებინო და უთხრა – რა საოცრად მღერით, როგორ გესმით ერთმანეთის და რა კარგად გამოგივიდათ“, – დავით ცინცაძე.
სტუმარი: დავით ცინცაძე – ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი.
3) მიხეილ ცაგარელისა და გიგი პიანომენის მუსიკალურ-ვარსკვლავური ტანდემი და მსოფლიო 2026 წლის მოლოდინში!
„ძალიან საინტერესო იყო ამ პროექტში მონაწილეობა. ჩემთვისაც კი უცხო იყო ამგვარი ტანდემი და მადლობა ამ სიამოვნებისთვის“, – მიხეილ ცაგარელი.
„ყველაზე საინტერესოა, როცა იმ მომენტშირაღაც იქმნება. თავად გაინტერესებს როგორ შეძლებ და რა გამოვა…“, – გიგი პიანომენი.
4) ეთნო-ჯაზ ბენდ „ირიაოს“ საშობაო გზავნილი საუკუნოვანი რადიოს მსმენელს
StilleNacht / წყნარი ღამე – დავით მალაზონიას მიერ დამუშავებული საშობაო სიმღერა.
5) ირმა გურიელის საახალწლო დალოცვა და დროთა კავშირი ძველსა და ახალ ტელევიზიას შორის
6) მაია და რამინ მიქაბერიძეების მრავალრიცხოვანი და სტუმრიანი ოჯახის ამბავი
„მართვე“ რომ შევქმენით გადაცემაში ირაკლი აბაშიძე შეგვეხმიანა და ამხელა ავტორიტეტმა, ამხელა პოეტმა ასეთი ლექსი გვითხრა: „ჩვენი სიმღერები ლურჯი ბინდებია, ჩვენი სიმღერები მაღალ მთებს გვანან, ჩვენი სიმღერები პირამიდებია, მათ უკან საუკუნეები დგანან“, – რამინ მიქაბერიძე.
„ახლა რომ ვუფიქრდები, ჩვენს ოჯახში გაიარა მე-20 საუკუნის ქართული ხალხური სიმღერის ისტორიამ. მაშინ მეგონა, რომ ყველგან ასე ხდებოდა“, – მაია მიქაბერიძე.
7) 2006 წელს „პიკის საათში“ ნამღერი პირველი სიმღერა და „მგზავრების“ დაბრუნება ოცწლიანი მგზავრობის შემდეგ!
„20 წლის წინ „პიკის საათში“ რომ დაგვპატიჟეს და ეთერი შემოგვთავაზეს, ვერც კი ვიჯერებდით. მაშინ მხოლოდ ნათესავები და მეგობრები გვიცნობდნენ“, – გიგი დედალამაზიშვილი.
8) გიორგი სიხარულიძის წამოწყებული საშობაო სიმღერა, გია აბესალაშვილის დაბუბუნებული „თოვლი მოდის“, მთელი საქართველო ერთ სტუდიაში და ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად მრავალჟამიერით გაცილებული 2025 წელი
„მთელ საქართველოს ვულოცავ! არ მეგულება არცერთი ქართველი, რომელსაც მომდევნო ახალი წლის გათენება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არ უნდოდეს. ვიცი, რომ ახლა იქ გვისმენენ და…“, – ჯანო იზორია.
წამყვანები: მარიამ ჩოჩია, მიშო ჯავახიშვილი, კესო ბოჭორიშვილი, ვანიკო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
