პიკის საათი – „გასაჩერებელი ამბები ქალებზე“

10:20, 07.04.2022
-0:00
  • თბილისში ავტობუსის მოსაცდელებზე გამოჩნდა ისტორიები ნაკლებად ცნობილ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან ქართველ ქალებზე. კამპანია ასეთი ქალების პოპულარიზაციას, მათი ამბების ფართო აუდიტორიამდე მიტანასა და საზოგადოების შთაგონებას ისახავს მიზნად. წარმატებული კამპანია ამჯერად უკრაინელი ქალების ამბებით გრძელდება. ლუდმილა პავლიჩენკო უკრაინელი სნაპიერი, მარია პრიმაჩენკო უკრაინელი მხატვარი, მარია ზანკოვეცკაია უკრაინელი მსახიობი, ლესია უკრაინკა უკრაინელი მწერალი. სწორედ ამ ადამიანების ისტორიებს იხილავთ თბილისის ქუჩებში, ავტობუსის გაჩერებასთან.

რესპონდენტები: თამარ ბურკაძე – კომპანია „ალმას” წარმომადგენელი ; ციცი ბოდოკია – სააგენტო „კრაკენის“კრეატიული დირექტორი; ლია სადრაძე – სურამის „ლესია უკრაინკას“ სახლ- მუზეუმის კურატორი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი