პიკის საათი – „გალაკტიონის ნატერფალებზე“

10:25, 19.07.2021
-0:00

აღარც გიმნაზიის მარწუხები და აღარც სიღარიბე!.. მხოლოდ თავისუფლება, ფიქრი, განმარტოება და დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში შექმნილი 80 ლექსი. ეს გალაკტიონ ტაბიძის სოფელ ფარცხნალში პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდია. ითვლება, რომ 1910-11 წლები გალაკტიონის ბიოგრაფიის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი მონაკვეთია. ამიტომ, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, სწორედ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალში წარადგენს წიგნსა და დოკუმენტურ ფილმს სახელწოდებით „გალაკტიონის ნატერფალებზე.“

სატელეფონო ჩართვა: იზა ვეფხვაძე – რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

მსგავსი