პიკის საათი - „ფოტოგრაფია როგორც სურვილი“
პიკის საათი - „ფოტოგრაფია როგორც სურვილი“

„როდესაც ფოტოგრაფიის და როლან ბარტის კვალს დავადექი, აღმოვაჩინე, რომ რომანი ფოტოგრაფიასთან თითოეულ ჩვენგანს აქვს. მე ამ რომანის დეტალები მაინტერესებს. ამდენად, ჩემი ტექსტი დეტექტივია. დეტექტივი, სამეცნიერო-ისტორიული დეტალებით…“ – წერს ნათია წულაძე, რომელმაც მკითხველს შესთავაზა ნარკვევები ფოტოგრაფიის თეორიასა და ისტორიაში.

რატომ შეგვიყვარდა დედამიწაზე მცხოვრებ შვიდ მილიარდს (ან უკვე უფრო მეტს) ერთი ფოტოგრაფია? რატომ არის ეს რომანი ასეთი ხანგრძლივი და მტკიცე?

სტუმარი: ნათია წულუკიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; პროფესორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: