პიკის საათი - ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონული აკადემიის ტრენინგები
პიკის საათი - ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონული აკადემიის ტრენინგები

საქართველოს პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოში მუდმივ მოქმედი რეგიონული აკადემიის ფარგლებში პირველი ტრენინგი – „გოინგ მობაილი“ (Going Mobile) ტარდება. ტრენინგს „ბიბისის“ ჟურნალისტები ატარებენ. ტრენინგები განკუთვნილია რეპორტიორებისთვის, პროდიუსერებისა და სოციალური მედიის მენეჯერებისთვის – როგორც საქართველოდან, ასევე აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ტრენინგი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სატელეფონო ჩართვა: თინათინ ბერძენიშვილი-საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.