პიკის საათი - ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU)ყოვეწლიური ფორუმი ახალი ამბების მიმართულებით
პარიზში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ორგანიზებით, ახალი ამბების სფეროში დასაქმებული მედია ორგანიზაციების ყოველწლიური ფორუმი უკვე მეცხრამეტედ გაიმართა. ფორუმმა ორი დამოუკიდებელი პლატფორმა, ე.წ. ნიუს ასამბლეა და ნიუს ექსჩეინჯი, გააერთიანა. როგორც წესი, ახალი ამბების ასამბლეა მხოლოდ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი ქვეყნების მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის იმართება, ხოლო ე.წ. ნიუს ექსჩეინჯში სხვა ორგანიზაციები და მსხვილი კომერციული მაუწყებლებიც მონაწილეობენ.
შეხვედრების ძირითადი მიზანი მედიის წინაშე მდგარი ტექნოლოგიური, თუ შინაარსათან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო.
სტუმარი: გიორგი გვიმრაძე – საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: