პიკის საათი - ესპანელი მწერალი ნიკოლას მელინი თავის ახალ წიგნს თბილისში წარადგენს
პიკის საათი - ესპანელი მწერალი ნიკოლას მელინი თავის ახალ წიგნს თბილისში წარადგენს

ნიკოლას მელინი  ესპანელი მწერალი, მცირე რომანებისა და მოთხრობების ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ავტორია.  მისი რომანი „დაზაფრული ატლანტები“, რომელიც  „ინტელექტი“ 25 წლისაა“ სერიის ფარგლებში გამოიცა,  ორი ახალგაზრდა ქალის ტკივილიან ისტორიას მოგვითხრობს.

9 ივლისს,  წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ ნიკოლას მელინის ლიტერატურული დისკუსია შედგება ქართველ მწერლებთან(მოდერატორები ზაალ ჩხეიძე, ბელა წიფურია, ლანა კალანდია),  ხოლო  11 ივლისს,  მწერალთა სახლში შედგება მწერლის ახალი წიგნის  „დაზაფრული ატლანტები“ (მთარგმნელი მაკა გოგოლაშვილი) წარდგენა (მოდერატორები: ლანა კალანდია, პაატა შამუგია).

სტუმრები: ნიკოლას მელინი – მწერალი; ლანა კალანდია – მთარგმნელი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: