პიკის საათი - „ეროვნული ხელისუფლების 419 დღე. ნაწილი I“
პიკის საათი - „ეროვნული ხელისუფლების 419 დღე. ნაწილი I“

30 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. მანამდე, 1990 წლის 14 ნოემბერს, ამავე საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რითაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საბჭოთა რეჟიმი მშვიდობიანად დასრულდა და მეორე რესპუბლიკის არსებობის პერიოდი დაიწყო.

„ეროვნული ხელისუფლების 419 დღე“ მეორე რესპუბლიკისა და ხალხის მიერ არჩეული, „ეროვნულ ხელისუფლებად“ წოდებული მთავრობის მოღვაწეობის ყოველდღიური მატიანეა. ამბები მასში 14 ნოემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე, ანუ სახელმწიფო გადატრიალებამდე, ქრონოლოგიურადაა დალაგებული.

წიგნში მოცემულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო, საზოგადოებრივი, რელი­გიური, კულტურულ­-საგანმანათლებლო, სპორტული, კრიმინა­ლური და ა. შ. მოვლენები. დიდი ყურადღება ექცევა საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მათ გავლე­ნას საქართველოზე.

სატელეფონო ჩართვა: გიორგი არქანია – წიგნის ავტორ-შემდგენელი; „უახლესი ისტორიის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: