პიკის საათი - ექსკლუზიური ინტერვიუ მარიჩან ლუიტერსთან
პიკის საათი - ექსკლუზიური ინტერვიუ მარიჩან ლუიტერსთან

2021 წლის 2 ივლისს, პრეტორიაში, ქართველ „ბორჯღალოსნებსა“ და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს შორის მატჩის დაწყებამდე საქართველოს ჰიმნი სამხრეთაფრიკელმა მომღერალმა მარიჩან ლუიტერსმა შეასრულა. ჩანაწერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში და შემსრულებელმაც, დროის სულ მცირე მონაკვეთში, ბევრი მეგობარი შეიძინა ჩვენი ქვეყნიდან.

გაიცანით გოგონა, რომელსაც მუსიკის სიყვარულმა მშობლების ნებართვის გარეშე მუსიკალურ კონკურსში მიაღებინა მონაწილეობა და ამ თამამი ნაბიჯით განისაზღვრა კიდეც მისი მომავალი. მომღერალი, რომელიც საქართველოს შემთხვევით დაუკავშირდა. თუმცა, ინტერნეტრესურსის სრული მობილიზებით, ქართველი მომღერლების შესრულების ანალიზით, ქართული სიტყვების წარმოთქმაზე უწყვეტი ვარჯიშითა და შესაძლებლობით, რომ რაგბის სტადიონზე „თავისუფლება“  შეესრულებინა, მარიჩან ლუიტერსს აღიარების ახალი ტალღა მოუტანა.

საუბარს ნიკა ლობილაძე უძღვება.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: