პიკის საათი - ჟურნალი „ცისკარი“ 170 წლისაა
პიკის საათი - ჟურნალი „ცისკარი“ 170 წლისაა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და დაინტერესებულ მკითხველს უკვე შეუძლია შეიძინოს ჟურნალის 2022 წლის პირველი ნომერი.

„ცისკრის“ საიუბილეო, 170 წლის თარიღისადმი მიძღვნილ ნომერში მკითხველი გაეცნობა ვახტანგ გურულის საინტერესო სტატიას, რომელიც ეძღვნება ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს, სადაც გაანალიზებულია ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი ეროვნულობასა და პარტიულობის შესახებ.

ჟურნალში ასევე დაბეჭდილია როინ აბუსელიძის ლექსები, ნათია კაპანაძისა და ნინო დიღმელაშვილის მოთხრობები. კრიტიკა – ესეისტიკის განყოფილებაში გაეცნობით ნინო დარბაისელი-სტრონის საინტერესო მოსაზრებას პაოლო იაშვილისდარიანულის“ შესახებ. ნინო სადღობელაშვილის წერილი ეძღვნება ახლად გარდაცვლილი პოეტის, კრიტიკოს-ესეისტისა და გამორჩეული პიროვნების ნუგზარ ზაზანაშვილის ხსოვნას. ამავე რუბრიკაშია დაბეჭდილი გურო დავითლიძის „ორიოდ სიტყვა გურამ რჩეულიშვილზე“.

დრამატურგიის რუბრიკითაა გამოქვეყნებული გიორგი შერვაშიძის პიესაასიათასერთი. ასევე მკითხველი გაეცნობა ახალ თარგმანს – ირვინ შოუს „ღმერთი აქ იყო, მაგრამ ადრე დაგვტოვა“.

სტუმარი: ამირან გომართელი„ცისკრის“ მთავარი რედაქტორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: