პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • საქართველოს რადიოს დაფარვის ზონები

რადიოტალღების შეუფერხებლად გავრცელება გარკვეულ ტექნიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული. თუ როგორ მაუწყებლობს საქართველოს რადიო რეგიონებში ამაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების გავრცელების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ზურაბ ჭელიძე გვესაუბრა.

ავტორი: ელენე ტუშური

  • თუშეთში საქართველოს რადიოს მაუწყებლობა აღდგა

თუშეთის მკვიდრი ლამზირა გოთაიძე ბავშვობიდან ,,საქართველოს რადიოს“ უერთგულესი მსმენელია. შესაბამისად, რაიონში რადიომაუწყებლობის აღდგენის სიხარული ,,პიკის საათმა“ სწორედ მისგან გაიზიარა.

  • მოლაშქრეთა კლუბი ,,იაგუნდი”

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამი გამოცდილი მოლაშქრის მიერ მოლაშქრეთა კლუბი დაარსდა, რომელიც ბაღდათის რეგიონის სრულად ათვისებას და ახალი ტურისტული ბილიკების მოწყობას ისახავს მიზნად.

რესპოდენტი: მერაბ ნერგაძე

ავტორი:ზურაბ კეკელიძე