პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • ,,გაიცანი პანკისი“

პანკისელი მოსწავლეები ხეობას, მის ტრადიციებსა და თავისებურებებს თანატოლებს გააცნობენ. პროექტი,სახელწოდებით„გაიცანი პანკისი“  პანკისელი ახალგაზრდების გააქტიურებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში პანკისის ხეობაში მოქმედი 6-ვე სოფლის სკოლის მოსწავლეები (ომალოს, დამასტურის, დუისის, წინუბნის, ჯოყოლოს, ბირკიანის) მასშტაბურ გამოფენას გამართავენ.

ავტორი: ზურაბ კეკელიძე

  • ..არაგველობა“

სამასი არაგველის დღესთან დაკავშირებით, ქვეშეთის ადმინისრაციულ ერთეულში, ადგილობრივი ახალგაზრდების  საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სახალხო დღესასწაული “არაგველობა”გაიმართება.
სატელეფონო ჩართვა:მაკა ბუჩუკური – ერთ-ერთი ორგანიზატორი.

  • მზის ამოსვლა საქართველოში

არქიტექტორი სერგო ქართველიშვილი ქიზიყურ  შემოდგომაზე, მზის ამოსვლასა და ბუნებასთან შეზრდილი ნაგებობების ახალ სიცოცხლეზე მოგვითხრობს. გაეცანით ხორნაბუჯის ციხის ისტორიას.

ავტორი: ელენე ტუშური