პიკის საათი - ცვლილებები „თელავის ფესტივალი - მუსიკოსებს“ საკონცერტო პროგრამაში
პიკის საათი - ცვლილებები „თელავის ფესტივალი - მუსიკოსებს“ საკონცერტო პროგრამაში
  • 17-22 ოქტომბერს ელისო ვირსალაძის პროექტი თბილისში „თელავის ფესტივალი მუსიკოსებს“ ჩატარდება. დაგეგმილ კონცერტებსა და მასტერკლასებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის მიერ ქალაქ თელავში დაარსებული მუსიკალური ფესტივალი და მასტერკლასები 35 წელს ითვლის.  ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრიორიტეტებზე დაყრდნობით, ფესტივალი წელს ფორმატს  იცვლის და დროებით თბილისში გადმოინაცვლებს, სადაც 17-22 ოქტომბერს 3 კონცერტი და 12 მასტერკლასი ჩატარდება მოსწავლეების, სტუდენტებისა და პროფესიონალი მუსიკოსებისთვის.

ჩართვა: მაია კოკოჩაშვილი – პროექტის მენეჯერი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: