პიკის საათი – „ცუდი ხალხის“ კარგი ამბები

11:51, 21.03.2019
-0:00

კანადაში  ,,რედლაინ ინთერნეიშენალ ფილმ ფესტივალ“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, სადაც გიორგი თავართქილაძის ფილმი „ცუდი ხალხი“ ოთხ ნომინაციაში იყო წარდგენილი: საუკეთესო მსახიობი – ვახო ჩაჩანიძე; საუკეთესო რეჟისორი – გიორგი თავართქილაძე; საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი – ჯანო იზორია; საუკეთესო სცენარი – გიორგი თავართქილაძე, ვლადიმერ კაჭარავა

ფესტივალის  გამარჯვებულები ვახო ჩაჩანიძე და ჯანო იზორია გახდნენ. „ცუდი ხალხი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ჰონგ კონგის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის რეჟისორია გიორგი თავართქილაძე, ხოლო პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა.

სტუმრები: გიორგი თავართქილაძე – რეჟისორი; ვახო ჩაჩანიძე – მსახიობი; ჯანო იზორია – მსახიობი;

  

მსგავსი