პიკის საათი - „ფრაგმენტები“ - „ჩვენი თაობის პრივილეგია“
პიკის საათი - „ფრაგმენტები“ - „ჩვენი თაობის პრივილეგია“

„ჩვენი თაობის პრივილეგია“ – ეს არის წიგნი, რომელიც 2005 წლის დეკემბერში გამოვიდა და რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას წერილებსა და ლექციებს აერთიანებს. საყურადღებოა, რომ ზურაბ ჟვანიამ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექციების კითხვა პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ საყურადღებო ეტაპზე დაიწყო; მაშინ, როდესაც მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ჩანაწერში შემოგთავაზებთ ინტერვიუს ფრაგმენტს ზურაბ ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაშინდელ რექტორ გიორგი მარგველაშვილთან, რომელიც 2005 წლის 14 დეკემბერს გავიდა ეთერში. ჩანაწერში გამოყენებულია ფრაგმენტები ზურაბ ჟვანიას საჯარო გამოსვლებიდან.

ჩანაწერი დაცულია „პიკის საათის“ ლიტერატურული რუბრიკის არქივში.

ავტორი: ეკა ტალახაძე.