პიკის საათი - „ანიმათბილისი - 2021“ - ანიმაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში
პიკის საათი - „ანიმათბილისი - 2021“ - ანიმაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში

საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია თანამედროვე ანიმაციის საკვანძო საკითხებს ეძღვნება. ქვეყანაში მოღვაწე პროდიუსერებს, დირექტორებს, სპონსორებს, ანიმატორებსა თუ ტელერედაქტორებს საშუალება  ეძლევათ პოტენციური პარტნიორები მოიძიონ და სათანადო კავშირები დაამყარონ. ქართველი ანიმატორები დარგის საუკეთესო  სპეციალისტების მიერ გამართულ მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.

სტუმარი: მარიამ კანდელაკი – მხატვარი; პროდიუსერი; საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმას“ თავმჯდომარე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: