პიკის საათი - ამღერებული მომავალი ექიმები
პიკის საათი - ამღერებული მომავალი ექიმები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრის გოგონათა ანსამბლი „დეკა“2011 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა. ანსამბლის ხელმძღვანელია დავით რატიანი, რომელიც ახლა უკვე „დეკას“ მეორე თაობას ზრდის. ანსამბლის რეპერტუარშია საქართველოს ყველა კუთხის ხალხური სიმღერები და ნანები, საკრავიერი მუსიკა და ასევე კომპოზიტორთა ნაწარმოებები. „დეკა“ რეგულარულად მონაწილეობს ფოლკლორულ ფესტივალებსა და საქველმოქმედო კონცერტებში.

  • ჩანაწერში მოისმენთ ცოცხალ შესრულებას.

სტუმრები: დავით რატიანი და ანსამბლი „დეკა“

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: