1722 წლის 5 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, ნიდერლანდელმა მკვლევარმა იაკობ როგევენმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით კუნძული აღმოაჩინა. დღეს ეს ვულკანური წარმოშობის კუნძული ჩილეს ეკუთვნის და მსოფლიოში ყველაზე შორეულ დასახლებულ კუნძულად მიიჩნევა. აღდგომის კუნძული ცნობილია ქვის ვეებერთელა ქანდაკებებით, რომლებსაც მოაი ჰქვია. რაპანუის მოსახლეობის ჩამოშლის ისტორია ბურუსითაა მოცული, არც მათი ისტორია და კულტურაა ბოლომდე მკაფიოდ შესწავლილი, თუმცა ვერსიები და კვლევები ამ თემის ირგვლივ მეტად საინტერესოა.
ავტორი: ელენე ტუშური
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
