პიკის საათი - „8 ლიეტუველი ფოტოგრაფი: ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის ფენომენი“
„საბჭოეთის ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ შემოქმედებითი კავშირი ჯერ რომელიმე რესპუბლიკაში შექმნილიყო და შემდეგ დაემტკიცებინა მოსკოვს. ასეთი იყო ლიეტუვის მხატვართა კავშირი. ამგვარი ორგანიზაცია მოსკოვში 20-ზე მეტი წლის შემდეგ შეიქმნა.
გამოფენა „ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის ფენომენი“ უბრალო ხალხს და ცხოვრების იმ ნირს ასახავს, რომლითაც ადამიანები 50 წლის წინ ცხოვრობდნენ. ის არ იყო მარტივი დრო, მაგრამ იყო იმედის მომცემი“ – გინტარას ჩესონისი.
- თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმი, თბილისის ფოტო ფესტივალთან და კაუნასის ფოტოგრაფიის გალერეასთან თანამშრომლობით, 7-დან 10 ივნისამდე, წარმოგიდგენთ გამოფენას „8 ლიეტუველი ფოტოგრაფი: ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის ფენომენი“. გამოფენა ლიეტუვური ფოტოგრაფიის 8 კლასიკოსის – ანტანას სუტკუსის, ვიტას ლუცკუსის, ალეკსანდრას მატიაუსკასის, რომულდას რაკაუსკასის, ალგიმანტას კუნჩიუსის, რომულდას პოჟერსკისის, ვირგილიუს შონტას და რიმალდას ვიკშრაიტისის 1 300-მდე ნამუშევარს აერთიანებს.
სტუმარი: გინტარას ჩესონისი – გამოფენის კურატორი, კაუნასის ფოტოგალერეის დირექტორი
თარჯიმანი: გოგა ასკურავა
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
