პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  •  ეთნიკურად სომეხი ქალბატონი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში ქართულს ასწავლის

ნაზიკ ეთნოსიანი ეთნიკურად სომეხია  ახალციხის რაიონის სოფელ დიდი პამაჯადან. მან ქართული ენა ისწავლა და ახლა, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილში,  ქართულის მასწავლებელია.

რესპონდენტი: ნაზიკ ეთნოსიანი

ავტორი: ელენე ტუშური

  • ახალგაზრდა ქართველი ბაზიერის ამბავი

ბაზიერი ქორ-შავარდენთა სანადიროდ დამგეშავ-მწვრთნელსა და მეთვალყურეს ნიშნავს. ფეოდალურ საქართველოში ბაზიერს შავარდნის ბუდის დაცვა და საშავარდნო გადასახადის აკრეფის თვალყურის დევნებაც ევალებოდა.  ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით, იყვნენ ქორის, შავარდნისა და გავაზის ბაზიერები. მიუხედავად 4 ათასწლეულის ისტორიისა, ეს  საქმიანობა დღესაც საკმაოდ პოპულარულია საქართველოში.

რესპონდენტი: ლევან დობორჟგინიძე – ახალგაზრდა ბაზიერი ფოთიდან.

ავტორი: ზურა კეკელიძე

რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი