პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • ჟებოტელი მარიამ ნინოშვილის ამბავი

გაიცანით, 20 წლის მარიამ ნინოშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტიდან, რომელიც ამჟამად თბილისის სასულიერო აკადემიაში ხატწერის ფაკულტეტზე სწავლობს და ზრუნავს, რომ საკუთარი სოფელი დაცლას გადაარჩინოს.

რესპონდენტი: მარიამ ნინოშვილი

ავტორი: ელენე ტუშური

  • უფასო სამედიცინო კონსულტაცია ბათუმში
  • მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფი, ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით ბათუმში, იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.

სატელეფონო ხაზზე: ივანე ჩხაიძე – პედიატრი,  პროფესორი, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი.

  • მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი შეიქმნება. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების შემუშავება და მომდევნო სასწავლო წლისთვის მომზადება მთის ფონდიდან დაფინანსდება.

რესპოდენტი: არჩილ ფრანგიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი

ავტორი: ზურა კეკელიძე

რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი