პიკის საათი - 31.03.2025
პიკის საათი - 31.03.2025

1) „აღდგომა – გაზაფხულის დღესასწაული“ – შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამების ციკლი

რომელ საუკუნეში და ვის მიერ დადგინდა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა და როდის მიეცა მას თანამედროვე სახე.

რა სახის ტრადიციები არსებობდა და არსებობს მსოფლიოსა და საქართველოში გაზაფხულისა და სააღდგომო დღესასწაულის აღსანიშნავად,

სტუმარი: ირმა დოლიძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი.

 

2) „შავი შაშვი ჩიოდა“

„მოკლემეტრაჟიანი ფილმის პირობებში რთულია სათქმელი ბოლომდე თქვა, ამიტომ მე და გია ალავიძემ სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი გავაკეთეთ. ეს სცენარი წაღებული მქონდა ბერლინალეს ფესტივალზე, ასევე წაღებული მქონდა მოკლემეტრაჟიანი ფილმის „თრეილერი“, რომელიც ვაჩვენე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს და გამოხმაურებაც დადებითი მოჰყვა, მათ შორის იაპონიის მხრიდან. ჩვენ მოვილაპარაკეთ რომ უკვე შესაძლებელია სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობა“

რესპონდენტი: გიორგი ჭუმბურიძე – რეჟისორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: