1) PLZ USE IT
როკ-ენ-როლი ზღვისპირა ქალაქიდან – ეკა ტალახაძის საავტორო რუბრიკაში „ფრაგმენტები“
„მოყვარული მუსიკოსები ვართ და, სიმართლე გითხრათ, ნოტებიც კი არ ვიცი. მამა ბიტლომანია და მისი დამსახურებაა ჩვენი ინტერესები“. – გივი ხომერიკი.
„თუ რამე ცოდნა გამაჩნია, გარდა გეოგრაფიისა, ვცდილობ, რომ გავუზიარო მოსწავლეებს, რადგან მჯერა, რომ გემოვნებიანი მუსიკა კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში ნამდვილად წაადგებათ“, – აკაკი ხომერიკი.
რესპონდენტები: გივი ხომერიკი – ფოთის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი;
აკაკი ხომერიკი – ფოთის მე-4 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.
2) „დუმილი არის არა სათქმელის უქონლობა, არამედ დიდი სათქმელის უთქმელობა”
სიღრმე და სისადავე – ალბათ ეს ეპითეტები ყველაზე უკეთ შეეფერება მის შემოქმედებით მემკვიდრეობას: სამეცნიერო მონოგრაფიებს, წერილებს, ესეებს, თარგმანებს. მისი აზროვნების მასშტაბი კი არ გთრგუნავს, არამედ ძალას გაძლევს, მეტი იფიქრო და მეტი იმსჯელო და ბოლომდე გაეხსნა სამყაროს – ღმერთის, ადამიანისა და ტექსტის იდუმალებას.
3 ივნისს, 17:00 საათზე „თსუ ფილოლოგთა კლუბის“ ორგანიზებით გაიმართება რევაზ სირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. გამორჩეულ მეცნიერს 3 ივნისს 89 წელი შეუსრულდებოდა.
რესპონდენტები: ელგუჯა ხინთიბიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ქეთი სირაძე – რევაზ სირაძის შვილი; ბექა ბაღათურია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ფილოლოგთა კლუბის“ დამფუძნებელი; გიორგი კალანდაძე – „ფილოლოგთა კლუბის“ წევრი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
