1) ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი – სტიქია დაღესტანში, ძლიერი ქარი და გაწითლებული ცა თბილისის თავზე
რესპონდენტი: თამარ პაპაშვილი – გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების სამმართველოს მთვარი სპეციალისტი.
2) კესო ბოჭორიშვილის საავტორო რუბრიკა „რადიო არტი“ – ლადო გუდიაშვილი 130
3) ფულის გლობალური კვირეული
ყოველი თვის ბოლო ორშაბათს, განათლების „პიკის საათისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, გთავაზობთ საუბრების ციკლს ფინანსურ განათლებაზე
სტუმარი: ლილი ნინოშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
4) „ბიზნესპარტნიორი“ – მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი გაიზარდა
რესპონდენტი: ლევან სილაგავა – მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე.
წამყვანი: მაია ჭუჭულაშვილი.
5) სიმღერის პრემიერა – პირველი სიმღერა ნუცა ბუზალაძის EP- დან, რომელიც ლოს-ანჯელესში ჩაიწერა
სიმღერა Illusions ინსპირირებულია ალექსანდრე რაქვიაშვილის მუსიკით გუგული მგელაძის ფილმისთვის „ფესვები“.
„როცა რაღაცას კარგს ვაკეთებ, მერე უკეთესის კეთება მინდება. კიდევ და კიდევ. რეალურად საკუთარ თავს ვეჯიბრები! უცხოეთში საუკეთესო მიდგომაა იყო ის, ვინც ხარ. შენი იდენტობა არ უნდა დაკარგო!..“, – ნუცა ბუზალაძე.
ჩართვა შვეიცარიიდან: ნუცა ბუზალაძე – მომღერალი.
წამყვანები: კესო ბოჭორიშვილი, ვანიკო ქიტუაშვილი.,
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
