1) „თრუსოს ხეობის დემოგრაფია და მოსახლეობის კულტურული იდენტობები“
მდიდარი საისტორიო და საარქივო წყაროები, ექსპედიციის შედეგად მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით გაანალიზებული თრუსოს (საკუთრივ თრუსო, მნის ხეობისა და კობის ქვაბულის სოფლები) მოსახელეობის ეთნიკური ისტორია უძველესი დროიდან XIII საუკუნის ჩათვლით, თრუსოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა XIV საუკუნიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე, XVIII-XIX საუკუნეების ევროპელ დიპლომატთა მოგზაურების ჩანაწერები, „ოსური სასულიერო კომისიის“ და „კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების“, საქართველოს საეგზარქოსოს ფონდის“ საარქივო მასალები, თრუსოში XIX საუკუნის I ნახევრის საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ არსებული საბუთები, ქართულ-ოსური კულტურული ურთიერთობის თავისებურებანი და დემოგრაფიული პროცესები კამერალური აღწერებისა და საეკლესიო ჩანაწერების მიხედვით და ა.შ.
ნაშრომს ახლავს მდიდარი დოკუმენტური მასალა.
სტუმრები: ნინო შიოლაშვილი – ისტორიის დოქტორი; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გვანცა ბურდული – ისტორიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
2) ციფრულ სამყაროში მოძრაობის წესები
უსაფრთხო არხებით კომუნიკაცია და ზოგადად ციფრული უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
ციფრული საფრთხეების მატებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი ონლაინ ანგარიშები, სხვადასხვა მოწყობილობა, პერსონალური და ფინანსური მონაცემები.
რესპონდენტი: ლილი ფულარიანი – ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
