1) ეკა ხითარიშვილის საავტორო რუბრიკა „ადამიანი“ – მერი არაბიძე
საქართველოს ჩემპიონმა ქალთა შორის, მსოფლიოს და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრმა, ჭადრაკის ქართველმა დიდოსტატმა მერი არაბიძემ ჭადრაკის მიმართ ინტერესი ცხოვრების მთავარ მიზნად აქცია და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება მწვერვალებისკენ სვლას!
რესპონდენტი: მერი არაბიძე – მოჭადრაკე.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
2) „ცოდნის მხიარული სამყარო“ – საბავშვო არაფორმალური განათლების ცენტრი
არაფორმალური განათლების ცენტრი, სადაც ბავშვები სიმღერებით, ანიმაციებითა და ონლაინ-თამაშებით ბევრ საინტერესოს სწავლობენ.
სტუმრები: ვახტანგ ჯინჯიხაძე – საბავშვო არაფორმალური განათლების ცენტრის დამფუძნებელი; პროექტის „ცოდნის მხიარული სამყარო“ ავტორი; ირაკლი ჯინჯიხაძე – პროექტის თანაავტორი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
