პიკის საათი – 27.05.2025

10:53, 27.05.2025
-0:00

1) გელა კანდელაკი – 85

„როგორც კი პირველი ჩრდილი დავინახე მივხვდი, რომ ყველაზე საინტერესო ფაქტურა რაც შეიძლება თეატრალურ სამაყროში იყოს, ეს არის ჩრდილების თეატრი. ეს ძალიან მაგიურია“.

რესპონდენტი: გელა კანდელაკი – რეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი.

 

2) მონოგრაფია „მიხეილ მცურავიშვილი“

„ფონდი „ქართული გალობისა“ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივ გამოცემათა სერიის „ქართული სიმღერის მოამაგის“ მონოგრაფია – „მიხეილ მცურავიშვილი“ მკითხველს ახლოდან აცნობს საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ლოტბარსა და მომღერალს. გამოცემა მიხეილ მცურავიშვილის 80 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. ბატონი მიხეილი თითქმის უკვე ექვსი ათეული წელია ერთგულად ემსახურება ქართული სიმღერის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა თაობებს ეროვნული საგანძურისადმი სიყვარულს უნერგავს“.

რესპონდენტები: მაკა ხარძიანი – მონოგრაფიის ავტორი, ეთნომუსიკოლოგი; მიხეილ მცურავიშვილი – მომღერალი, ლოტბარი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი