პიკის საათი - 25.06.2025
პიკის საათი - 25.06.2025

1) ათი მართალი ლექსი პოეზიის გადასარჩენად – გაბრიელ ჯაბუშანური

25-26 ივნისს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართება გაბრიელ ჯაბუშანურისადმი მიძღვნილი ლექსმცოდნეობის XVIII სამეცნიერო სესია.

სტუმარი: გია არგანაშვილი – მწერალი; ფილოლოგიის დოქტორი; ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

2) ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ნაჭრელა“ – ეს სახელი ხევსურეთში თავად ნაქარგობას ჰქვია. ნაქარგობა არის სრულიად უნიკალური, განუმეორებელი ხელოვნება თავისი შესრულების ტექნიკით, ფერებითა და ფერთა შეხამებით.

ტრადიციულად, დედიდან შვილზე გადაცემული „ნაჭრელას“ ქარგვის საუკუნოვანი ტრადიცია, როგორც ამ ოსტატთა იდენტობის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, დღესაც ცოცხალია.

რესპონდენტები: ელისო არაბული – ქართული ხალხური ხელსაქმის დამსახურებული ოსტატი; ქეთი გოგოჭური – ანსამბლ „დები გოგოჭურების“ წევრი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: