პიკის საათი - 23.07.2025
პიკის საათი - 23.07.2025

1) სურსათის უვნებლობა ზაფხულის პირობებში

რომელ პროდუქტებშია ნიტრატების დაგროვების ალბათობა ყველაზე მაღალი და რატომ?

როგორ და სად ტარდება ნიტრატებისა და პესტიციდების კონტროლი ბოსტნეულსა და ხილში?

რა ტიპის პროდუქტებია განსაკუთრებით რისკის ქვეშ მაღალი ტემპერატურის დროს?

სტუმარი: ანა გემაზაშვილი – სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

2) მედეა გეგეშიძე – 89

„მახსოვს, ბატონი პეტრე როგორ გვიშლიდა ტექსტში „უნდა“-ს გამოყენებას. აი, რა გააკეთე ის თქვი, თორემ „უნდა გავაკეთო“ და სხვისთვის ჭკუის სწავლება ყველას შეუძლიაო. ეს ისეთი აქსიომაა, რომელსაც ყავლი არ გასვლია!“ – მედეა გეგეშიძე.

2025 წლის 23 ივლისს საქართველოს რადიოს ჟურნალისტი, „თანაგრძნობის“ რადიოარხის ავტორი და წამყვანი მედეა გეგეშიძე 89 წლის გახდებოდა.

ჩანაწერში გამოყენებულია ფრაგმენტი მედეა გეგეშიძის ინტერვიუდან, რომელიც დაცულია საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში.

 

3) მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2025 – ელენე ბეთლემიშვილი, ხათუნა ყოჩაშვილი, შალვა მინდაძე

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში 2025 წლის საუკეთესო ათეული დასახელდა.

შესარჩევ კონკურსში მონაწილე 142 პედაგოგიდან საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

რესპონდენტები: ელენე ბეთლემიშვილი, გორის N3 და N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი; ხათუნა ყოჩაშვილი, რუსთავის, ჟიული შარტავას სახელობის N4 და რუსთავის N15 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი; შალვა მინდაძე, თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: