1) „იყო… ცხოვრობდა… უყვარდა…“
უნიჭიერესი მხატვარი, რეჟისორი და სცენარისტი, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ახალგაზრდების გულშემატკივარი და ქომაგი, საოცარი იუმორით, კეთილშობილებით და ღირსებით სავსე ადამიანი დავით სიხარულიძე 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ეფემერა“, „გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი“, „იაკობ გოგებაშვილი, ცხოვრება და მოღვაწეობა“, „გავარდნილები“, „ცრუპენტელა აღმზრდელი“, „ჭირი“ – მისი ფილმები ქართული ანიმაციის ისტორიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს.
რესპონდენტები: ქეთევან ჯანელიძე – ქართული ანიმაციური კინოს მკვლევარი, კინომცოდნე;
ოთარ ლითანიშვილი – რეჟისორი; მანანა ანასაშვილი – საქართველოს კინოაკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
2) დოკუმენტური ფილმის „რეზო კვესელავას მარტვილობა“ პრემიერა
„ბატონ რეზოსთან მარტოობაზე საუბარი დავაპირე. გახედა ბუნებას და იცით რა მიპასუხა? ეგ სხვა ფილოსოფიაა, მაგრამ ამ ბუნებაში ვერ ვგრძნობ, რადგან ბუნების ნაწილი ვარო“, – ხოსე მაჯინერე.
რამდენიმე წლის წინ ფილმის გადამღები ჯგუფი მარტვილში ესტუმრა რეზო კვესელავას. ბატონი რეზო კინემატოგრაფში გავლილ გზას, კოლეგებს და მეგობრებს იხსენებს.
ინტერვიუს ნაწილი ეთმობა ფილმ „ვედრების“ სცენარის შექმნის ისტორიას და იმ საოცარ მოვლენებს, რაც ამ ფილმის გადაღებას ახლდა თან.
სტუმრები: ხოსე მაჯინერე – რეჟისორი.
წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
