პიკის საათი - 20.07.2023
პიკის საათი - 20.07.2023

1) „უდაბნო რალი რეიდი“

„უდაბნო 2023“ საქართველოს რალი რეიდის ჩემპიონატია, ეს არის ავტორბოლა უგზოობაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი და მოყვარული მრბოლელები. მაისის თვეში კი რალი რეიდის პირველი გახსნითი ეტაპი კახეთში გაიმართა და ახლა მეორე ეტაპისთვის ემზადებიან , რომელიც საქართველოში 21 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

რესპონდენტები: გიგა მურღულია – რალის დამფუძნებელი; ორგანიზატორი,

მერაბ ქობულია, დავით გელაშვილი – რალის მონაწილეები.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) დედამიწიდან მთვარემდე

20 ივლისს კოსმოსის დღესთან ერთად მთვარის დღეც აღინიშნება. მთვარე კი კაცობრიობის ისტორიაში ოდითგანვე საინტერესო ციური სხეული იყო.

მთვარის კურდღელი, მზის ბებიად დანახული მთვარე თუ მზეზე შეუღლებული მთვარე – ყველა ამ ისტორიას მსოფლიოს სხვადასხვა ცივილიზაციის ლეგენდებში წააწყდებით.

მთვარით ასე დაინტერესებამ კი ადამიანი კოსმოსში და თვით მთვარეზეც ჩაიყვანა.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ჩანაწერი „პიკის საათის“ არქივიდან – „ამ ქუჩაზე გავიზარდე“ – ავტორი ნუგზარ ხავთასი

საუბრობენ თენგიზ უთმელიძე და ომარ მხეიძე.

 

4) ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი“

ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი“ მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით კულტურის მიმართ ინტერესის გაღვივებას, ლიტერატურაში როგორც ახალი სახეების აღმოჩენას, ამავე დროს ლიტერატურის სფეროში მოღვაწეების ჩართულობას და ამ ორი უკანასკნელის შემოქმედებით გააქტიურებას.

რესპონდენტი: ქეთი ჯოლბორდი – კონკურსის კოორდინატორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: