პიკის საათი - 19.04.2023
პიკის საათი - 19.04.2023

1) „ედუკატიო“

შემეცნებითი, საინფორმაციო და სადისკუსიო სივრცე მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, ზოგადი განათლების საკითხებზე.

რესპონდენტი: თაია მახარაშვილი – ფეისბუქ გვერდის „ედუკატიო“.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) Metallica – 72 Seasons

„72 სეზონი ჩვენი ცხოვრების პირველი 18 წელია, ის დრო რომელიც ჩვენს რეალურ თუ ყალბ ვერსიებს აყალიბებს… ჩვენი, როგორც ზრდასრულების გამოცდილება სწორედ იმ ბავშვობის დროინდელი გამოცდილების რეაქციაა. ან რჩები ბავშვობის პატიმრად, ან არღვევ ამ საზღვრებს რომელსაც ატარებ“, – ჯეიმს ჰეთფილდი.

„ის ფაქტი, რომ Metallica-მ ჯერ კიდევ იპოვა რაიმე ახალი სათქმელი (თუ არ ითამაშა) პატივისცემას იმსახურებს“, – Metal Hammer.

14 აპრილს ამერიკული მძიმე მეტალ ბენდის Metallica რიგით მეთერთმეტე სტუდიური ალბომი 72 seasons გამოვიდა.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ვაჟა დურგლიშვილი – 75

9 მაისს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება.

სტუმარი: ვაჟა დურგიშვილი – კომპოზიტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) კაცობრიობის მომავალი კარლ სეიგანის მომავლის წიგნებში

ნოდარ მანჩხაშვილმა კარლ სეიგანის ორი წიგნი „კოსმოსი“ და „მკრთალი ლურჯი წერტილი“ თარგმნა.

„კოსმოსი“ – წიგნი, რომელშიც ავტორი ადამიანისა და კოსმოსის პირველად შეხვედრიდან იწყებს თხრობას და დიდ სინანულსაც გამოხატავს, რომ ჯერ კიდევ ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ეპოქაში ასე წარმატებული მეცნიერება შუა საუკუნეში ამდენად დაკნინდა.

„მკრთალი ლურჯი წერტილი“ – წიგნი, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი აუცილებლად უნდა წავიდეს დედამიწიდან; ადამიანი, რომელიც  ამ საყაროში ერთი პაწაწინა წერტილია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი!

სტუმარი: ნოდარ მანჩხაშვილი – მთარგმნელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) რა მოხდა 220 წლის წინ საქართველოს უკანასკნელი დედოფლის საძინებელში?

220 წლის წინ, 1803 წლის 19 აპრილს, გიორგი XII ქვრივმა, საქართველოს უკანასკნელმა დედოფალმა მარიამ ციციშვილმა გენერალი ლაზარევი მოკლა.

რესპონდენტი: გოჩა კაპანაძე – რეჟისორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: