1) 15 მაისი შოთა რუსთაველის დღეა!
„მისასალმებელია, რომ არსებობს იმ ადამიანის ხსენების დღე, რომელიც ჯერ საქართველოში იყო სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე და შემდგომ წმინდა მიწაზე გააგრძელა ქართული კოლონიის გაძლიერება, მაგრამ ჯვრის მონასტრის აღაპებში და ანდერძებში არის ასეთი მინაწერი: „სულიწმინდის ორშაბათსა, ხსენება შოტაისი, მეჭურჭლეთუხუცესისა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს წინაპრებს, ჯვრის მონასტრის წინამძღვარს და კიმოთს, რუსთაველის ხსენება სულთმოფენობის მეორე დღეს ჰქონდათ დადგენილი. ვისურვებდი ჩვენი წინაპრების ანდერძი აღგვედგინა“, – ლაშა ჟვანია.
შეგახსენებთ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილე 2016 წელს აღნიშნა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით 15 მაისი შოთა რუსთაველის დღედ 2017 წელს გამოცხადდა.
ჩართვა ისრაელიდან: ლაშა ჟვანია – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულიერების, მეცნიერების და კულტურის აღორძინებისა და განვითარების ფონდის ხელმძღვანელი; საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში.
წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
