პიკის საათი - 14.02.2024
პიკის საათი - 14.02.2024

1) „ფარდის მიღმა“

„ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ რომ ასეა)“ – პრემიერა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ლუიჯი პირანდელოს პიესის მიხედვით.

www.kulisebi.ge -სა და ფეისბუქ გვერდ „კულისებს მიღმას“ საქმიანობა და გეგმები.

რესპონდენტები: რუსუდან ბოლქვაძე – მსახიობი;

გიორგი ჯამბურია – ჟურნალისტი, www.kulisebi.ge -ს დამფუძნებელი.

 

2) „ჩაულაგე საჩუქრები“

„ჩაულაგე საჩუქრები“ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ზემო სვანეთის ახალგაზრდული ფრთის წევრების კამპანიაა, რომელიც უკვე მეხუთე წელია ტარდება და საჭიროების მიხედვით, მარტოხელა ხანდაზმულებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველ ბავშვებს მედიკამენტებით, საკვებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით და ტანსაცმელით ეხმარება.

ხუთი წლის განმავლობაში ზემო სვანეთის სოფლები ფეხდაფეხ შემოიარეს და უკვე არაერთი ადამიანის გახარება შეძლეს.

რესპონდენტები: ირმა ჯაფარიძე – ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პრეზიდენტი;

ანა ნიჟარაძე – ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) რომელი წიგნი ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს?

„წიგნებს შეუძლიათ რომ იყვნენ გზავნილები და ჩვენი ჩანაფიქრი, რომლის თქმაც გვსურს, გადასცენ იმ ადამიანს, ვინც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის“.

რესპონდენტები: გვანცა შუბითიძე – გამომცემლობა ინტელექტის რედაქტორი;

მეგი რუსია – გამომცემლობა „დიოგენეს“ სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი;

ანა მარწყვიშვილი – სულაკაურის გამომცემლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი;

მარიამ გიორგაძე – „პალიტრა მედია“ ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორი.

 

4) „ზღვა ადიდდება“ – მებო ნუცუბიძის ახალი სიმღერის პრემიერა

„ჩემთვის მუსიკა ყოველთვის გულის კარნახი იყო და ახლაც ასე მოხდა: გულმა მითხრა, დროა სცენას დაუბრუნდეო“, – მებო ნუცუბიძე.

სტუმარი: მებო ნუცუბიძე – მუსიკოსი.

 

5) მზია მაკალათია – ემიგრანტი ხელოვანი ფლორენციიდან

ქართველი ემიგრანტი ხელოვანის ნამუშევრები დანტე ალიგიერის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: