პიკის საათი - 13.11.2023
პიკის საათი - 13.11.2023

1) საფოსტო ინდექსები იცვლება

რესპოდენტი: ლევან ჩიკვაიძე – საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი.

 

2) რადიოგიდი სტუმრად ნანა მესხთან

ნახატები, ჭაბუა ამირეჯიბის ნაჩუქარი წიგნები, კედელზე დატანილი უამრავი ფრაზა და ბავშობის დროინდელი კაბა ჩარჩოში, არაერთი ქართული პოპულარული სიმღერის ავტორმა საკუთარი ზღაპრული სივრცე დაგვათვალიერებინა.

რესპონდენტი: ნანა მესხი – კომპოზიტორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) უსინათლო ადამიანის საჭიროებები საქართველოში

„მაშინ, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა ამდენი რამ მოიტანა, ჩვენ ჯერ კიდევ წვრილმანი პრობლემების წინაშე ვდგავართ“, – ესმა გუმბერიძე.

13 ნოემბერს მსოფლიო უსინათლოთა დღეს აღნიშნავს.

სტუმარი: ესმა გუმბერიძე – შშმ ქალთა ორგანიზაცია „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარე.

 

4) ქევსერ რუჰის ორი კრებულის განხილვა

პირველი წიგნით „ქარვის ქალები“ ქევსერ რუჰმა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილით დაიმკვიდრა ადგილი ნოველისტებს შორის. „ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები“ – ამ სახელწოდების წიგნში კი ადამიანებისა და ბუნების დახასიათების საოცარი, ორიგინალური სიმბოლოები გამოიყენა.

თურქეთის მიწაზე დაბადებული მწერალი ქართულ ლიტერატურას თურქულ ენაზე თარგმნის.

სტუმრები: ქეთევან ხანთაძე (ქევსერ რუჰი) – მწერალი, მთარგმნელი,

მაყვალა ხარებავა – თურქოლოგი, მთარგმნელი, საქართველოს საპატიო კონსულის თანაშემწე იზმირში.

 

5) გიორგი მეგრელიშვილისა და ალ პაჩინოს ფოტოამბავი

„ლოს-ანჯელესი ისეთი ქალაქია, სადაც ჩემი პროფესიის ადამინმა უნდა იცხოვროს, აქ ყველაფერი შემთხევით ხდება, ეს ენერგია აქ ტრიალებს.“

„ვფიქრობ, რომ სწორ ადგილას ვარ. აქ სხვა დროსაც ჩამოვსულავრ როგორც ტურისტი, თუმცა ტურისტულად ჩამოსვლა სულ სხვაა. ძალიან ადრე ვიწყებ ცხოვრებას, რომ შუადღე და საღამო მქონდეს იმისათვის რომ ჩემს მიზნებსა და ოცნებებს რეალურად შევეხო“

რესპონდენტი: გიორგი მეგრელიშვილი – მსახიობი.

 

6) მანანა ჩიტიშვილი – 69

რესპონდენტი: მანანა ჩიტიშვილი – პოეტი, მწერალი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: